среда, 10 июня 2009 г.

მამების ღიმილი გვენატრება


დღეს 25 თებერვალია. სკოლაში გრანდიოზული ღონისძიებაა. თანაკლასელებმა გადავწყვიტეთ სკოლის ახლოს, აეროპორტის ეკლესიაში წავსულიყავით და დაღუპული მშობლებისათვის სანთლები აგვენო, სულის მოსახსენებელი სანთლები... გავოცდი...რამდენს გვყოლია ახლობელი დაღუპული აფხაზეთისა და სამაჩაბლოსათვის ბრძოლაში...  რამდენები ვყოფილვარტ ამ ერთიციდა საქართველოში ჩვენივე მიწაწყალზე დევნილებად აღიარებულნი.
...მამას მამსგავსებენ, აი, დღეს უფრო ძალუმად ვიგრძენი, რომ მამა თურმე ჩემთვის არ იბრძოდა. ასე ფიქრობს, ალბათ ჩემი ყველა ამხანაგი, ვისი მამაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და თAვისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა.